რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. საუბარში პუტინმა ილაპარაკა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც რუსეთი დგამს „სიტუაციის ნორმალიზებისა და ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების“ მიზნით.
კრემლთან დაახლოებულ რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, პუტინმა ნეთანიაჰუსთან საუბარში მიუსამძიმრა დაღუპული ისრაელელების ოჯახებს და დაგმო „ნებისმიერ ქმედება, რომელთა მსხვერპლი ხდება სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ქალები და ბავშვები“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატს ამ დროისთვის არ გაუვრცელებია ამ საუბრის შესახებ ანგარიში.
დღესვე პუტინი ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკის შესახებ ტელეფონით ესაუბრა ირანის, სირიისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერებს.