Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა არაბულ ქვეყნებში ტურნეს შემდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ვაშინგტონი, 19 ივლისი, 2023.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ვაშინგტონი, 19 ივლისი, 2023.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ექვს არაბულ სახელმწიფოში მოლაპარაკებების შემდეგ, 16 ოქტომბერს ისრაელში დაბრუნდა იმის იმედით, რომ მოახერხებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინაციას და გზას გამონახავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.

ისრაელმა ომი გამოუცხადა „ჰამასს“ მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ გაარღვია კარგად გამაგრებული საზღვარი და ღაზიდან ისრაელში შეიჭრა, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მოკლა და ცოცხლად დაწვა 1400-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმას უპასუხა ინტენსიური დაბომბვით, რის შედეგადაც 2750 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა რიგითი პალესტინელები იყვნენ.

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თავისი ტურნეს განმავლობაში ბლინკენი მოწმე გახდა, რომ „ჰამასს“ ფართოდ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ პალესტინელთა მძიმე მდგომარეობის გამო.

XS
SM
MD
LG