Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში დაამარცხა კვიპროსის ნაკრები


გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ.
გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე თამაში მოიგო და ისევ კვიპროსთან.

გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გამართულ მატჩში მეტოქეს, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დიდი ანგარიშით სძლია - 4:0. გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ.

ექვსი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. აუტსაიდერი კვიპროსია, რომელსაც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში ერთი ქულაც არ აუღიათ. ჯგუფს შოტლანდია ლიდერობს თხუთმეტი ქულით. ესპანეთს თორმეტი ქულა აქვს, ნორვეგიას - თორმეტი.

შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ჩაატარებს საკუთარ მოედანზე, შოტლანდიასთან. 19 ნოემბერს კი სტუმრად დაუპირისპირდება ესპანეთს.

XS
SM
MD
LG