აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რეგიონში, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვის შედეგად, 22 ადამიანი დაიჭრა, განაცხადა 14 ოქტომბერს რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ მოროზმა.
„რუსებმა დონეცკის ოლქის 22 მცხოვრები დაჭრეს: 21 პოკროვსკში და ერთი ავდეევკაში“, - წერს მოროზი თავის Telegram-ის არხზე.
ცალკე, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 100 უშუალო შეტაკება მოხდა რუსეთის ჯარებთან დონეცკსა და მელიტოპოლის რეგიონში, ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონში.
ბოლო დღეებში განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ავდეევკაში, სადაც რუსული ჯარები იერიშზე არიან გადასული.