Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით ისრაელში ჩავიდა.

"მე დღეს ისრაელში ვარ ერთი რამის ცხადად სათქმელად: შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს და მის ხალხს და ჩვენ ყოველთვის მტკიცედ დავდგებით ტერორიზმის წინააღმდეგ", - დაწერა მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე).

ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიას 11-დან 13 ოქტომბრამდე ეწვეოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადრე პირობა დადო, რომ ისრაელს მეტ საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას გაუგზავნიდა.

ვაშინგტონმა ასევე გაგზავნა ავიამზიდების საბრძოლო ჯგუფი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. მაგრამ ბაიდენმა ასევე მოუწოდა ისრაელს თავის შეკავებისკენ. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი სიბრაზის და იმედგაცრუების მიუხედავად, ისრაელმა მკაცრად დაიცვას ომის წესები“, - განუცხადა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს.

  • 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
  • 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
  • „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG