Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს ზელენსკის მტკიცებას, რომ რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღება სურს


კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი. ვლადივოსტოკი. 12 სექტემბერი, 2023 წელი
კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი. ვლადივოსტოკი. 12 სექტემბერი, 2023 წელი

კრემლმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამს, რომ რუსეთის ინტერესებშია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღება გლობალური ერთიანობის დასუსტების მიზნით, არავითარი საფუძველი არ აქვს.

Reuters-მა გაავრცელა კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის განცხადება, რომ ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, აქვს ძალიან ღრმა ფესვები, და რომ რუსეთს კონტაქტი აქვს ორივე მხარესთან - ისრაელთან და პალესტინელებთან.

რუსეთს ხანგრძლივი კავშირები აქვს პალესტინელებთან, ბევრი რამ საერთო - ისრაელთან, სადაც რუსეთის ბევრი ყოფილი მოქალაქე ცხოვრობს, - განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მოსკოვი გააგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს და ითამაშებს როლს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიზნით.

XS
SM
MD
LG