ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე. აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტმა პალესტინელების მხარდამჭერებით გაავსო ქუჩები მთელ ახლო აღმოსავლეთში. ირანში კი სოლიდარობის საჯარო გამოვლინებები ძირითადად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შეკრებებით შემოიფარგლება.