Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი

7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3900-მდე ბავშვი.

"ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.

02:23 18.10.2023

თეთრი სახლი ასევე იტყობინება, რომ ბაიდენმა გააუქმა თავისი ვიზიტი იორდანიაში

02:05 18.10.2023

„სიტყვებს ვერ ვპოულობ, დღეს ღამით, ქალაქ ღაზის „ალ აჰლი არაბის“ საავადმყოფოზე მასირებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, მათ შორის პაციენტები, მედიცინის მუშაკები და ოჯახის წვერები, რომლებიც თავს აფარებდნენ საავადმყოფოს და მის შემოგარენს. კვლავ ყველაზე დაუცველები... ეს სრულიად მიუღებელია“ - ნათქვამია ფოლკერ ტურკის განცხადებაში.

01:27 18.10.2023

01:26 18.10.2023

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG