ისრაელის არმიის თანახმად, ღაზის მცხოვრებნი ქალაქში დაბრუნებას შეძლებენ მას შემდეგ, რაც გავრცელდება ახალი შეტყობინება შესაბამისი ნებართვის შესახებ.
ისრაელის ქალაქ აშკელონს ღაზის სექტორისგან დაახლოებით 15-20 კილომეტრი აშორებს და ის, ისრაელსა და რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომში ერთ-ერთი ცხელი წერტილია. აშკელონში დღეში რამდენჯერმე ირთვება „აზაკა“ - განგაშის სიგნალი, რასაც დაბომბვას უსწრებს წინ.
ყოველდღიურად არის ამის შემსწრე ქართველი ებრაელი დიანა მოსიაშვილიც, რომელიც აშკელონში ექვსი წლის წინ წავიდა სამუშაოდ. ბოლო დღეებია დიანას ფანჯრიდან დროდადრო მოჩანს შავი კვამლის ბოლქვები.