Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა "ჰეზბოლას" მეომრების მიმართულებით


ისრაელის საჯარისო პოზიციები ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან. 8 ოქტომბერი, 2023.
ისრაელის საჯარისო პოზიციები ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან. 8 ოქტომბერი, 2023.

ისრაელის არმიის ცნობით, სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლები გააკეთეს ლიბანის შიიტური გასამხედროებული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წევრების წინააღმდეგ. „ჰეზბოლას“ მეომრები დღეს დილით მიუახლოვდნენ ისრაელის რეგიონს, რომელზეც მანამდე იერიში იქნა მიტანილი.

ღამით „ჰეზბოლამ“ ნაღმსატყორცნების ცეცხლი გაუხსნა ისრაელს „პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად“. ისრაელმა საპასუხო დარტყმები განახორციელა „ჰეზბოლას“ დისლოკაციის ადგილებზე სამხრეთ ლიბანში.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია ნათქვამი, არმიამ გარკვეული ხნის წინ გამაფრთხილებელი გასროლები გააკეთა რამდენიმე ეჭვმიტანილის მიმართულებით დოვის მთის რაიონში.

„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ სწორედ ის დგას დოვის მთაზე იერიშის უკან. ამ სადავო ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებენ ისრაელი, ლიბანი და სირია.

ისრაელის თავდაცვის ძალების დრონმა ცეცხლი გაუხსნა ობიექტებს, რომლებიც „ჰეზბოლას“ ეკუთვნის ჯაბალ რუსის რაიონში.

ისრაელსა და ირანის მხარდაჭერით მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის 2006 წლის ომის შემდეგ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე შედარებით მშვიდობიანი ვითარება იყო. მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა.

XS
SM
MD
LG