Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დაადასტურა, რომ "ჰამასის" მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს


საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის არმიის რეზერვისტები. თელ-ავივი, 7 ოქტომბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის არმიის რეზერვისტები. თელ-ავივი, 7 ოქტომბერი, 2023.

ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლებმა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწიეს, მძევლები აიყვანეს და ისინი ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

ჯერ არ არის დადასტურებული ტყვეების ზუსტი რაოდენობა და რამდენია მათ შორის სამხედრო და რამდენი - სამოქალაქო პირი.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, მძევლების რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე ათეულს აღწევდეს. ზოგიერთი მათგანი ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქებში იმყოფება, ნაწილი ღაზაში წაიყვანეს.

„ჰამასი“ ამტკიცებდა, რომ ტყვედ აიყვანა 53 ადამიანი. ისრაელის არმია ტყვეთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა, ის უარყოფს ცნობას, რომ დატყვევებულთა შორის თითქოს არის ისრაელის არმიის გენერალი. ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის დატყვევების შესახებ ცნობები ადრე გავრცელდა.

„ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალეჰ ალ-არურიმ განაცხადა, რომ პალესტინელების ტყვეობაში არიან ისრაელის არმიის მაღალჩინოსნები. მან ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთან“ ისაუბრა ტყვეების პოტენციურ გაცვლაზე და თქვა, რომ ხელში ჩაგდებული ტყვეები დაჯგუფებას საშუალებას მისცემს, გაათავისუფლოს ისრაელის პატიმრობაში მყოფი „ჰამასის“ ყველა წევრი.

ისრაელის უფლებადამცველი ჯგუფის, B'Tselem-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, ისრაელის ციხეებში „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ იმყოფება 4499 პატიმარი. კიდევ რამდენიმე ასეული დააკავეს ისრაელში ნებართვის გარეშე ყოფნის გამო.

XS
SM
MD
LG