სოციალურ ქსელებში ვრცელდება მრავალი კადრი, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცები არიან გამოსახული.
ამასთან, ბევრ მათგანს აცვია არა სამხედრო ფორმა, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელი, ზოგი ნახევრად გახდილია.
ამ კადრების ავთენტურობის შემოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. იმის თაობაზე, რომ დატყვევებული პირები შესაძლოა იყვნენ ისრაელის არმიის წევრები, მხოლოდ თავად პუბლიკაციების კომენტარებით შეიძლება მსჯელობა.
ზოგიერთ ფოტოსა და ვიდეოზე ჩანან ქალები.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცები მანქანით გაჰყავთ ღაზის სექტორში.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ ამ ცნობების ავთენტურობის შემოწმება.
ჰამასის წარმომადგენელმა Al Jazeera-ს განუცხადა, რომ დატყვევებული ისრაელელები სამხედრო ტყვეებად ითვლებიან და არა მძევლებად.