Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანი იმუქრება, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის ხანგრძლივ დახმარებას ვეტოს დაადებს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ხელს ართმევს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შუაში - ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი. ესპანეთი, გრანადა, 2023 წლის 5 ოქტომბერი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ხელს ართმევს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შუაში - ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი. ესპანეთი, გრანადა, 2023 წლის 5 ოქტომბერი

ევროკავშირის სამიტზე, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მუქარა გამოთქვა, რომ უკრაინისთვის ოთხი წლის განმავალობაში მილიარდობით დოლარის გამოყოფას ვეტოს დაადებს.

დამატებითი იარაღის მიწოდება გამოიწვევს მკვლელობის გაგრძელებას, თქვა მან. გეგმას, დახმარების მიწოდებას უკრაინისთვის, 70 მილიარდი დოლარის გამოყოფას ოთხი წლის განმავლობაში, თავისი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში დათანხმდება.

პოლონეთი და უნგრეთი გრანადაში სამიტზე ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკის შესახებ განცხადების წინააღმდეგი გამოვიდნენ. ორი ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად 4 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტმა კვალიფიციურ უმრავლესობით, პოლონეთის და უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღო მიგრაციის თაობაზე კრიზისის მოგვარების ახალი დებულება. ორბანი კრიტიკულია გადაწყვეტილების მიმართ და თვლის, რომ მისი ქვეყნის მიმართ ძალა იხმარეს. „როცა ძალას ხმარობენ - სამართლებრივად გაიძულებენ, რაღაცას დაეთანხმო, რაც არ გსურს, როგორც შეიძლება ამის შემდეგ კომპრომისის და თანხმობის მიღწევა?“ - შეკითხვა დასვა ორბანმა და დასძინა, რომ „ეს შეუძლებელია“.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავიეცკიმ სამიტის შეთანხმებას უწოდა „დიქტატი ბრიუსელიდან და ბერლინიდან“. უნგრეთი და პოლონეთი მოითხოვენ, რომ მიგრაციის საკითხები მთავრობების და სახელმწიფოების მეთაურთა დონეზე ერთხმად იქნას მიღებული.

ევროკავშირის შეთანხმებით, ამგვარი საკითხების გადასაწყვეტად საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ ევროკავშირის 15 წევრის, ანუ მთელი მოსახლეობის 65 პროცენტის თანხმობა. გრანადაში მიმდინარე სამიტის მონაწილე დიპლომატების თანახმად, იტყობინება გერმანიის რადიო, სამიტის საბოლოო განცხადებას პოლონეთის და უნგრეთი ვეტოს დაადებენ.

XS
SM
MD
LG