Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანს არ აქვს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის შესახებ - არამ ტოროსიანი


არამ ტოროსიანი, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი
არამ ტოროსიანი, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი

ოფიციალურ ერევანს სომხეთში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ასეთი შეხვედრის გეგმა არ არსებობს.

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არამ ტოროსიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას მალევე მას შემდეგ, რაც 6 ოქტომბერს რუსულმა საატენტო "ტასსმა" სომხეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ჩასვლის თაობაზე განაცხადა.

„დღეს ერევანს ეწვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია. სომხურ მხარესთან შეხვედრაზე განიხილება მთიანი ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის კონკრეტული თარიღები“, - უთხრა "ტასს" თანამოსაუბრემ.

რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში განლაგებულია რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, რომელსაც 2020 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ხუთი წლის ვადით, ყოველ ჯერზე 5-წლიანი განახლებით იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე რომელიმე ერთი მხარე შეთანხმების შეწყვეტას არ მოითხოვს. შესაბამისად, სამშვიდობოები ყარაბაღში 2025 წლის ნოემბრამდე უნდა დარჩენილიყვნენ.

XS
SM
MD
LG