Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა უარი თქვა ყარაბაღის თაობაზე რუსეთის მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე - პუტინი


ვლადიმირ პუტინი "ვალდაის" ფორუმზე. 2023 წლის 5 ოქტომბერი
ვლადიმირ პუტინი "ვალდაის" ფორუმზე. 2023 წლის 5 ოქტომბერი

რუსეთი 15 წელი სთავაზობდა სომხეთს ბაქოსთან კომპრომისზე წასვლას - ყარაბაღის ხუთი რაიონის დაბრუნებას და ორის თავისთვის დატოვებას, მაგრამ ერევანმა უარი განაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვალდაის" ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინს არ უთქვამს, თუ რომელ ორ რეგიონზე იყო საუბარი.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში წესრიგის აღდგენა დროის საკითხია.

მთიან ყარაბაღში რუსული კონტინგენტი, პუტინის თქმით, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის ამოცანას ასრულებს.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო ჰუმანიტარული სამართლის ინტერესებით იხელმძღვანელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაკავებულ ყოფილ ლიდერებთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის არმიის 19 სექტემბრის სამხედრო ოპერაციას მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტარები განცხადებაში აზერბაიჯანის ქმედებებს გაუმართლებელ და წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ, სომხების მასობრივ წასვლას რეგიონიდან კი ეთნიკურ წმენდას ადარებენ.

  • 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
  • 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.

XS
SM
MD
LG