Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ადამიანი დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად - უკრაინის სარდლობა


საილუსტრაციო ფოტო: კუპიანსკი, დაბომბვის შედეგები
საილუსტრაციო ფოტო: კუპიანსკი, დაბომბვის შედეგები

ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის მიმართულებით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, რომლის სამიზნე აღმოჩნდა სოფელ გროზა-კუპიანსკში მდებარე სასურსათო მაღაზია და კაფე. დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მომხდარს "მიზანმიმართული ტერაქტი" უწოდა.

თუ დაღუპულთა რაოდენობა დადასტურდება, ეს იქნება მსხვერპლის თვალსაზრისით ერთ-ერთი დიდი თავდასხმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის განმავლობაში.

რუს სამხედროებს დაბომბვის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG