Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერი ზელენსკის მოუწოდებს, "აღარასოდეს შეურაცხყოს პოლონელები"


მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი
მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღარასოდეს "შეურაცხყოს" პოლონელები, რითაც კიევის მიმართ შეინარჩუნა მკაცრი რიტორიკა მას მერე, რაც პოლონეთის პრეზიდენტი შეეცადა ჩაეცხრო უთანხმოება მარცვლეულის იმპორტის თაობაზე.

პოლონეთმა გასულ კვირაში გაახანგრძლივა აკრძალვა უკრაინის მარცვლეულის იმპორტზე, რითაც შეარყია კიევის კავშირი ამ მეზობელ ქვეყანასთან - რომელიც მისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ზელენსკიმ პოლონეთის გულისწყრომა გამოიწვია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლით, როცა თქვა, რომ მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული "პოლიტიკური თეატრი" მოსკოვს აძლევს ხელს.

"მსურს პრეზიდენტ ზელენსკის მოვუწოდო, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს მან გაეროში გამოსვლისას გააკეთა", - თქვა მორავიეცკიმ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, 22 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG