Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ენერგოსისტემა იყო


უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ენერგოობიექტები დაზიანდა ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ეს იყო ქვეყნის ენერგოსისტემაზე ბოლო 6 თვეში განხორციელებული პირველი შეტევა, რომლის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კიევის, როვნოს, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქების ნაწილს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისთვის გამოიყენეს სტრატეგიული ავიაციის 10 თვითმფრინავი Т-95МС და 43 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555/Х-55). სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 36 რუსული რაკეტა გაანადგურეს.

მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა დედაქალაქ კიევსა და კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვისა და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG