Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა მოუწოდა ალიევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედება და განმუხტოს ვითარება მთიან ყარაბაღში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. 23 ივლისი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. 23 ივლისი, 2023 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 19 სექტემბერს მოლაპარაკება გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და მოუწოდა მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედება მთიან ყარაბაღში, იტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტი.

უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებდა ბაქოს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედება. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბლინკენი უახლოესი 24 საათის განმავალობაში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის და სომხეთის მოლაპარაკებაში.

სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს და საფრანგეთს მიმართა თხოვნით, მოწვეულ იქნას საგანგებო სხდომა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 21 სექტემბერს გაიმართება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც მთიან ყარაბაღში ვითარებას განიხილავენ.

19 სექტემბრის დილით აზერბაიჯანის არმიამ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ბოლო ცნობებით, დაღუპულია 27, დაშავებულია 139 ადამიანი.

ათწლეულების განმავლობაში სომხეთს და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაა დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო. რეგიონი უპირატესად სომხებით არის დასახლებული.

XS
SM
MD
LG