Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას სახელმწიფოები „სამშვიდობო სამიტზე“ მიიწვია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ნიუ-იორკი. 19 სექტემბერი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ნიუ-იორკი. 19 სექტემბერი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მოუწოდა სახელმწიფოებს, შეუერთდნენ უკრაინის წინადადებას „მშვიდობის ფორმულის“ სამიტის მომზადების შესახებ.

ზელენსკიმ თავის გამოსვლაში გაიხსენა, რომ გასულ წელს ჯერ გენერალურ ასამბლეაზე, შემდეგ კი G20-ის სამიტზე, მან ზოგადად წარმოადგინა უკრაინული „მშვიდობის ფორმულა“, როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზა: "გასული წლის განმავლობაში, „მშვიდობის ფორმულა“ გახდა საფუძველი უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის განახლებისთვის. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაცოცხლოთ გაეროს წესდება და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის სრული ძალის გარანტია ვიქონიოთ,“ - თქვა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ „მშვიდობის ფორმულას“ მთლიანად ან ნაწილობრივ დაუჭირა მხარი 140-ზე მეტმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ და მისი დებულებები შეიძლება გახდეს მსოფლიოში სხვა კონფლიქტების დასრულების საფუძველი.

ჩვენ ვამზადებთ „გლობალურ სამშვიდობო“ სამიტს. გეპატიჟებით ყველას - ყველას, ვინც არ შეურიგდება არანაირ აგრესიას - ერთად მოვემზადოთ სამიტისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გამოსვლისას მოუწოდა მსოფლიოს, წინ აღუდგეს რუსეთის "გენოციდს."

უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში სტუმრობისას შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დაგეგმილია მისი შეხვედრა ასევე აშშ-ის კონგრესის წევრებთან. უკრაინის პრეზიდენტი ხვდება სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს.

XS
SM
MD
LG