Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს წარუდგინეს ბრალდება იარაღის უკანონო შენახვისთვის, ხანგრძლივი გამოძიება გრძელდება


 ჰანტერ ბაიდენი. 2022 წლის 13 აგვისტო
ჰანტერ ბაიდენი. 2022 წლის 13 აგვისტო

14 სექტემბერს ჰანტერ ბაიდენს წარუდგინეს ბრალდება ფედერალურ დანაშაულში - იარაღის უკანონო შენახვაში - რაც ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის მიმართ მიმდინარე ხანგრძლივი გამოძიების ჩარჩოებში.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის მიმართ მიმდინარეობს ასევე გამოძიება მისი საქმიანი ოპერაციების სფეროში. საგანგებო გამომძიებელმა განაცხადა, რომ გადასახადების გადახდის დაგვიანების ბრალდება მას უნდა წარუდგინონ ვაშინგტონში ან კალიფორნიაში, სადაც ცხოვრობს.

ბრალდების ფონზე აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აწარმოებენ კვლევას დემოკრატი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხზე, ძირითადად ჰანტერ ბაიდენის საქმიანი ურთიერთობების გარშემო. რესპუბლიკელებმა ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტის მიმართ კანონდარღვევის მყარი მტკიცებულებები.

XS
SM
MD
LG