Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტმა უკან წაიღო დაპირება, რომ პუტინს არ დააკავებენ ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში


ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა. ბრიუსელი, 17 ივლისი, 2023.
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა. ბრიუსელი, 17 ივლისი, 2023.

11 სექტემბერს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ უკან წაიღო პირადი დაპირება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ დააპატიმრებენ, თუკი ის მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება რიო-დე-ჟანეიროში. მისი თქმით, გადაწყვეტილებას სასამართლო სისტემა მიიღებს.

კვირას კი და სილვამ განაცხადა, რომ პირადად იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინს არ დააპატიმრებენ ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში.

წელს პუტინი არ დაესწრო G20-ის სამიტს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაიმართა. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. პუტინი ასევე არ დაესწრო BRICS-ის სამიტს იოჰანესბურგში: ის შეხვედრებში მონაწილეობდა ვიდეოკავშირით.

ბრაზილია ხელმომწერია რომის სტატუტისა, რომელიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საფუძველი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მარტში გამოსცა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი. ICC-ის მიერ ისინი ეჭვმიტანილი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციაში.

XS
SM
MD
LG