Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძის პარტიები საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან


კადრი ვიდეოკლიპიდან: ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე
კადრი ვიდეოკლიპიდან: ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე

პარტიები "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას ქმნიან. ამ გაერთიანების შესახებ დამზადებულ ვიდეოკლიპში ამ პარტიების ლიდერები ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე მონაწილეობენ.

"ჩვენ გვაერთიანებს: ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის", - წერია პარტიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. 2024 წლის არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა.
დაახლოებით ერთი წლის წინ, 2022 წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მათი ლიდერები ერთობლივ აქტივობებშიც მონაწილეობდნენ. თუმცა, 2023 წლის 20 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
XS
SM
MD
LG