Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული


5 სექტემბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა.

2023 წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსისთვის იბრძოლებენ:

  • ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელია.
  • ინა იმედაშვილი, – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტიდან, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ნინო ფსუტური – გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

გამარჯვებული დასახელდება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

პირველ ადგილზე გასული მასწავლებელი ჯილდოს სახით 15 ათას ლარს მიიღებს.

ხეთეულში გასული მასწავლებლები 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. ათეულის წევრები კი 2000 ლარს მიიღებენ საჩუქრად.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსი საქართველოში მეშვიდედ ტარდება.

XS
SM
MD
LG