Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ წარმატებული უწოდა შორსმსროლელი იარაღის გამოყენებას


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა წარმატებულად გამოიყენეს შორსმსროლელი იარაღის, რომლიდანაც სამიზნე 700 კილომეტრის მანძილზე იქნა განადგურებული.

ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა ყოველდღიურ სელექტორულ კონფერენციაზე, რომელზეც, კერძოდ, მოისმინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო სტრატეგიული ინდუსტრიის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარი წარმოების განვითარების შესახებ.

"წარმატებით იქნა გამოყენებული ჩვენი შორსმსროლელი იარაღი: სამიზნე 700 კილომეტრის მანძილზე განადგურდა", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელებში. უკრაინის პრეზიდენტს სხვა დეტალები არ გაუმხელია. გაურკვეველია, თუ რა სამიზნის განადგურებაზეა საუბარი.

ზელენსკის ამ განცხადების ფონია რამდენიმე დღის წინ ფსკოვის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ.

ეს ქალაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრში მდებარეობს.

  • რუსეთის ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე 30 აგვისტოს დრონებით განხორციელდა თავდასხმა, რომელიც ორგანიზებული იყო უკრაინის თავდაცვის ძალების, მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიერ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს დაზვერვის მთავარ სამმართველოში ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
  • მათი მონაცემებით, ფსკოვის აეროდრომზე სრულად განადგურებულია 4 თვითმფრინავი ილ-76 და სავარაუდოდ, 2 დაზიანებულია.
  • ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა 30 აგვისტოს, გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, თითქოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა მოიგერიეს აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და მსხვერპლი არ არის. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ დაზიანებულია ილ-76 ტიპის 4 თვითმფრინავი.
  • ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი.
XS
SM
MD
LG