Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლული ნათია ბახტაძის დედა აინარ წვიჟბას ნათესავების გამოკითხვას მოითხოვს


ფოტოილუსტაცია: ნათია ბახტაძე
ფოტოილუსტაცია: ნათია ბახტაძე

გალის მკვიდრის მოკლული ნათია ბახტაძის დედა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს რობერტ კუიტას და ე.წ. ომბუდსმენს ანას ქიშმარიას წერილით მიმართავს

ნატია ბახტაძის მკვლელობაში ბრალდებული აინარ წვიჟბა დაკავებულია. მან მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ქალის ცხედარი ვარდნილჰეს 3-თან მდინარე ენგურში გადააგდო, თუმცა მოკლული 28 წლის ქალის ცხედრის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა.

თვეზე მეტი გავიდა ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან და ნათიას ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, არ მჯერა რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქაა სადაც ეძებენ, მკვლელის ნათესავებმა ყველაფერი იციან, დარმუნებული ვარ. ისინი დაეხმარნენ ცხედრის თავიდან მოშორებაში, გთხოვთ დააკაოთ და გამოკითხოთ აინარ წვიჟბას ნათესავები, მან ხომ აღიარა, რომ მამას დაურეკა და აცნობა რომ მკველობა ჩაიდინა. აფექტის მდგომარეობაში ცხედრის გადამალვას ვერ შეძლებდა - ნათესავები დაეხმარნენ დანაშაულის დაფარვაში, მათ ცხედრის გადამავლა გადაწყვიტეს და სადღაც ტყეში დამარხეს, იმ იმედით რომ დანაშაულს თავს დააღწევდნენ, გთხოვთ იპოვოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, -წერს იამზე აგუმავა.

წერილის ადრესატებს თავისი პოზიცია ჯერ არ გამოუხატავთ.

წვიჟბა განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, დანაშაულის დამტიცების შემთხვევაში მას ექვსიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ელის.

XS
SM
MD
LG