Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში გამწვავდა „კოცნის სკანდალი" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემო


ჯენი ერმოსო ზეიმობს თავისი გუნდის გამარჯვებას. სიდნეი. 21 აგვისტო. 2023 წელი
ჯენი ერმოსო ზეიმობს თავისი გუნდის გამარჯვებას. სიდნეი. 21 აგვისტო. 2023 წელი

25 აგვისტოს ესპანეთის ნაკრების ათობით ფეხბურთელმა უარი თქვა შემდგომ მატჩებში მონაწილეობაზე, სანამ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლუის რუბიალესი არ დატოვებს თანამდებობას.

რუბიალესმა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, ჯენი ერმოსოს, დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის დროს ტუჩებზე აკოცა.

25 აგვისტოს, ადრე, რუბიალესმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომაზე, რამაც გამოიწვია აღშფოთება მოთამაშეებსა და მთავრობის წარმომადგენლებში, რომლებმაც მის ქმედებას მიუღებელი უწოდეს.

პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, გუნდის 23-ვე წევრი, მათ შორის ერმოსო, ისევე როგორც ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 32 სხვა მოთამაშე, გმობს ფედერაციის თავმჯდომარის ქმედებას და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გადადგომას ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტიდან.

ესპანეთმა ქალთა ფეხბურთში ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა, აღნიშნავს საერთაშორისო მედია. ესპანელი ფეხბურთელები არიან მსოფლიო ჩემპიონები 17 წლამდე გოგონებში, მსოფლიო ჩემპიონები 20 წლამდე გოგონებში, მსოფლიო ჩემპიონები უფროს ასაკში ქალებში.

ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად უმასპინძლეს ქალთა მსოფლიო საფეხბურთო მე-9 ჩემპიონატს 2023 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით.

XS
SM
MD
LG