Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო სხდომას გამართავს თავისი პრეზიდენტის საქციელის გამო

საილუსტრაციო ფოტო: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გამარჯვების მილოცვის ნიშნად იხუტებს ერთ-ერთ ფეხბურთელს, აიტანა ბონმატის. მარცხნივ ესპანეთის პრინცესა ინფანტა სოფია. სიდნეი. 20 აგვისტო, 2023 წელი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია თავისი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის მოქცევის გამო ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.

ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე გენერალური კრება 25 აგვისტოს გაიმართება მადრიდში, იტყობინება ფედერაცია. ამას გარდა, ჩატარდება შიდა გამოძიება.

რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს, თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვების მილოცვისას, უკითხავად პირზე აკოცა, რასაც მოჰყვა აღშფოთების ტალღა.

რუბიალესმა შეცდომა აღიარა, მაგრამ ესპანეთში ბევრი მოითხოვს მის გადადგომას. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის.

XS
SM
MD
LG