Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე გაათავისუფლეს


კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ
კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ

წელიწადისა და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. დღეს, 25 აგვისტოს გაათავისუფლეს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - კახაბერ ნათაძე. ორივე მათგანი 2021 წლის დეკემბრიდან პატიმრობაში იყო.

მამუკა ჩხიკვაძე თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ
მამუკა ჩხიკვაძე თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი სამხედრო მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი - ნიქოზის სასაფლაოსთან.

დაკავებიდან ორ დღეში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალელი ადვოკატის მიერ განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე 2022 წლის აგვისტოში ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ე.წ. კანონმდებლობით, პატიმრობის 2 დღე 3 დღედ ითვლება, რაც ნიშნავს, რომ მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.

რაც შეეხება კახაბერ ნათაძეს, ის 2021 წლის 10 დეკემბერს ვლადიმერ კანიაშვილთან ერთდ ღდულეთის შემოგარენში, ახალგორის რაიონში​ დააკავეს. კანიაშვილი 2022 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება.

XS
SM
MD
LG