Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ აპირებს გადადგეს "კოცნის" სკანდალის გამო


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გამარჯვებას ულოცავს ესპანეთის ნაკრების წევრს, ჯენიფერ ერმოსოს. სიდნეი. 21 აგვისტო
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გამარჯვებას ულოცავს ესპანეთის ნაკრების წევრს, ჯენიფერ ერმოსოს. სიდნეი. 21 აგვისტო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა 25 აგვისტოს უარი თქვა თანამდებობიდან გადადგეს იმის გამო, რომ ესპანეთის ქალთა ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების ზეიმისას ტუჩებში აკოცა ნაკრების წევრს, ჯენი ერმოსოს.

ინციდენტს დიდი აღშფოთება მოჰყვა ესპანეთსა და მის გარეთ.

ბევრი, მათ შორის მინისტრები, ფეხბურთელები და მწვრთნელები, მის გადადგომას მოითხოვს. ამის გამო ფედერაციამ საგანგებო სხდომაც მოიწვია.

33 წლის ფეხბურთელმა ჯერ ინსტაგრამზე დაწერა, რომ რუბიალესის ქმედება „არ მოეწონა“, თუმცა მოგვიანებით მისი სახელით განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ის პრეზიდენტს იცავდა.

შეკრებაზე რუბიალესმა თქვა, რომ კოცნა იყო ორმხრივი თანხმობით, და რომ ის გახდა „სოციალური მკვლელობის“ მსხვერპლი.

"მე არ გადავდგები, არ გადავდგები“, - განაცხადა რუბიალესმა.

24 აგვისტოს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, ფიფამ დისციპლინარული სასჯელი აღძრა ლუის რუბიალესის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG