Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ორი ადამიანი დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო: საოკუპაციო ხაზი
საილუსტრაციო ფოტო: საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი უკანონოდ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა მწყემსები იმ დროს წაიყვანეს, როცა პირუტყვი ჰყავდათ საძოვარ ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ცხელი ხაზის" საშუალებით ელოდება დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურებას. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულები ჯერ არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG