Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვაგნერის" ხელმძღვანელი ამბოხების შემდეგ პირველად გამოჩნდა ვიდეოჩანაწერში და მიანიშნებს, რომ აფრიკაშია


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის", ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი პირველად გამოჩნდა ვიდეოჩანაწერში მას შემდეგ, რაც ივნისში ხანმოკლე ამბოხება მოაწყო.

ჩანაწერში, რომელიც, შესაძლოა, აფრიკაში იყოს გადაღებული და რომელიც "ვაგნერთან" დაკავშირებულ ტელეგრამის არხებზე 21 აგვისტოს გამოქვეყნდა, პრიგოჟინი უდაბნოშია, სამხედრო ფორმა აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

ვიდეოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, პრიგოჟინი ამბობს, რომ "ვაგნერი" განაგრძობს მეომართა გადაბირებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჯგუფი შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. პრიგოჟინი მიანიშნებს, რომ "ვაგნერი" აფრიკაში ებრძვის ტერორისტულ ჯგუფებს, როგორიცაა "ისლამური სახელმწიფო".

XS
SM
MD
LG