Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აცხადებს, რომ აეროდრომზე დრონით თავდასხმა მოხდა


უკრაინელი სამხედრო დრონის გაშვებისას. უკრაინა, ზაპოროჟიეს რეგიონი. 10 აგვიტო, 2023 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინელი სამხედრო დრონის გაშვებისას. უკრაინა, ზაპოროჟიეს რეგიონი. 10 აგვიტო, 2023 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განახორციელა რუსეთში, ნოვგოროდის ოლქის აეროდრომზე.
Reuters-ის სააგენტო იმოწმებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 19 აგვისტოს გავრცელებულ ცნობას, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამხედრო თვითმფრინავი და გაჩნდა ხანძარი.
სამინისტროს თანახმად, როგორც ის უწოდებს, „ტერორისტული თავდასხმის“ შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი მალევე ჩააქრეს.
ნოვგოროდის ოლქი მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
Reuters-ს მოჰყავს Interfax-ის ცნობა, რომ, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ჩამოაგდო უკრაინული დრონი ბელგოროდის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
XS
SM
MD
LG