Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება 70: ლევილის ქართული სასაფლაო და „ქართლის დედა უცხოეთში“


გადმოწერა

გადაცემა ეძღვნება საფრანგეთში, ლევილში მდებარე ქართული სასაფლაოს მთავარი მოამაგის, ნამეტია (ნამო) ბერძენიშვილი-გოგუაძის 90-ე დაბადების დღეს. ქალბატონი ნამეტია, რომელიც ქართულ ემიგრანტულ წრეებში ცნობილი იყო როგორც „ქართლის დედა უცხოეთში“, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იხსენებს ლევილის ქართული სასაფლაოს ისტორიას. გადაცემა, რომელსაც დავით თაბორიძე (კარლო ინასარიძის ფსევდონიმი) უძღვებოდა, 1981 წ. 3 მარტს გავიდა ეთერში.

წელს რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია 70 წლის გახდა. ჩვენი პირველი გადაცემა 1953 წლის 3 მარტს გავიდა ეთერში. ეს კერძო ამერიკული მედიაკორპორაცია, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, შეიქმნა როგორც საბჭოთა პროპაგანდის საპირწონე და მას მერე მისი მიზანი იყო, საბჭოთა ბლოკში მცხოვრები ადამიანებისთვის მათივე ცხოვრების შესახებ მიეწოდებინა სიმართლე, მოეთხრო იმაზე, რასაც კომუნისტური რეჟიმები უმალავდნენ ხალხს. საბჭოთა ბლოკის დამხობის შემდეგ მან უკვე თავისუფლად დაიწყო მუშაობა, მათ შორის საქართველოშიც. თუ როგორ მუშაობს ეს მედიაორგანიზაცია ციფრულ ეპოქაში, იოლად მოსაძიებელია რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში. მაგრამ 70 წლისთავთან დაკავშირებით გვინდა გაგაცნოთ მასალები რადიო თავისუფლების არსებობის პირველი ათწლეულებიდან. აუდიოარქივი მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, თემასა და ჟანრს. დროთა განმავლობაში თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება რადიო თავისუფლების აუდიოარქივის უდიდესი ნაწილი, რომელიც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე აიტვირთება.

XS
SM
MD
LG