შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოებისას 14 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად გარდაცვლილი 25 ადამიანი.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დღესვე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, თუმცა დაუდგენელია, იგი უკვე ნაპოვნ ადამიანს ეკუთვნის თუ ჯერ კიდევ დაკარგულად მიჩნეულს.
ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 8 ადამიანს.