Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირაში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს


თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა ზაფხულში
თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა ზაფხულში

ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის მიხედვით, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, გასულ კვირასთან შედარებით, 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.

„ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს“, - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

უწყების თანახმად, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა არის ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობი პირობა.

გასულ კვირაში გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 41◦C-ს მიაღწევდა.

XS
SM
MD
LG