Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია


მაშველები ეძებენ სტიქიის მსხვერპლებს შოვში, რაჭაში. 5 აგვისტო, 2023.
მაშველები ეძებენ სტიქიის მსხვერპლებს შოვში, რაჭაში. 5 აგვისტო, 2023.

რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაღუპულთა მოსაძებნად მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა უთხრა.

„საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები“, - თქვა მღებრიშვილმა.

მანამდე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამძებრო არეალი გაფართოვდა. ოთხკაციანი ჯგუფები 3 კმ-იან დისტანციაზე ეძებენ დაკარგულებს და მონიტორინგს უწევენ მდინარეების კალაპოტებს.

თემურ მღებრიშვილის თქმით, გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა - ნაპოვნია 24 ცხედარი და კიდევ ეძებენ 9 ადამიანს. ასევე აღმოჩენილია 4 ფრაგმენტი, კიდურის ნაწილები.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა.

XS
SM
MD
LG