Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის საერთო საფრთხე


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოველში დაესწრო შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა და 2008 წლის ომში დაღუპულთა პანაშვიდს. შემდეგ მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გადაინაცვლა.

ზურაბიშვილმა მედიასთან საქართველოს მტრებისა და სტიქიის შესახებ ილაპარაკა:

„ჩვენ გვებრძვის მტერი - ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და მის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის, სოციალურ ქსელში დაწერილი თუ წამოძახილი, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა - ერთმანეთს“, - თქვა პრეზიდენტმა.

7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს.

შსს-ს ცნობით, მაშველები განაგრძობენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 16 ადამიანის ძებნას.

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

XS
SM
MD
LG