შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებიდან ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 4.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 6 აგვისტოს დილას ნაპოვნი ცხედარი ბავშვს ეკუთვნის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოცნობამდე ამ ინფორმაციას არ აზუსტებს.
ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში კიდევ 17 ადამიანს ეძებენ.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
შოვის ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.