ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის გამო დაკარგულად მიიჩნეოდა და „კონტაქტზე გამოვიდა“, 8 აგვისტოს, საღამოს საათებში გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
შოვში, სტიქიისას დაკარგულ 12 ადამიანს კვლავაც ეძებენ მაშველები. დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 10 აგვისტოს მონაცემებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები 10 ძირითად ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მათ შორის, მდინარის 25-კილომეტრიან კალაპოტში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ან 11 აგვისტოს დილიდან, სამძებრო სამუშაოების მასშტაბის გაზრდის მიზნით, დამატებით იგეგმება მდინარეზე ნავებით მონიტორინგის დაწყება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა შოვში სტიქიის არეალში მიმდინარე სამუშაოებზე. მისი განცხადებით, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.