შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეულ ადამიანებს შორის ერთ-ერთია სოფელ გლოლის მკვიდრი, გენადი (გენო) სულთანიშვილი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.
შოვის სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს, სოფელ გლოლაში, მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფს შეხვდებით, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას, მაშველებს, ჯარისკაცებს, პოლიციას და ყველას, ვისაც დასჭირდება, საკვებს, წამალს და სხვა საჭირო ნივთებს უგროვებენ და ურიგებენ. რაჭის გარდა, აქ მოხალისეები სვანეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და სხვა კუთხეებიდანაც ჩავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი, მთის გიდი ვიკა ფილფანი აქ სვანეთიდან ჩამოვიდა.