"12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, - უთხრა დღეს, 6 აგვისტოს ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.
6 აგვისტოს სტიქიის ზონაში ჩავიდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის ადგილას ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი. მაშველები ეძებენ კიდევ 17 ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები.