Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყერი შოვში - განახლებადი

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ცნობით, გრძელდება ძებნისთვის საჭირო სამუშაოები

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას

13:29 13.8.2023

რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაღუპულთა მოსაძებნად მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უთხრა.

13:29 13.8.2023

რაჭაში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

13:28 13.8.2023
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.

23:40 11.8.2023

“ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - ამბობს მარიამი სანამ თავისი გადარჩენის ამბავს მოჰყვება. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიღო სტიქიამ იმ ადგილიდან, სადაც ის და მისი ოჯახის წევრები უბედურებას გაურბოდნენ, ყველაზე ცოტა, 5 ადამიანი. მარიამს ახსოვს, რომ ღვარცოფმა შთანთქა მანქანა ახალგაზრდა წყვილით, ასევე ტალახის მასაში გაუჩინარებული სხვა გოგო და ბიჭი, რომელიც იმავე სახლში ისვენებდნენ, სადაც თვითონ, და მოხუცი ქალი, რომელიც ბოლოს რომ დაინახა, ცოტა მოშორებით, "კალცის ხიდთან" იდგა და გადარჩენას ცდილობდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG