საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიის გამო დაკარგულად მიიჩნეოდა, კონტაქტზე გამოვიდა.
შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც.
7 აგვისტოს უკვე დღეს მოქმედმა გარემოს დაცვის მინისტრმა, ომარ შამუგიამ თქვა, რომ “მალე ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით” და ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, როდის იქნება “მალე”, მაგრამ დაამატა რომ “ეს არ არის ერთ დღეში, ან ერთ წელიწადში განსახორციელებელი საქმე.”