შინაგან საქემთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური.
მარიტა გუტაშვილი, რომლის ოჯახსაც შოვის კოტეჯები ეკუთვნოდა და რომელიც შოვის სტიქიის დროს დაკარგული ოჯახის ცხრა წევრის მოლოდინშია, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს წინა წლების წყალმოვარდნებს. გვიყვება, როგორ უმკლავდებოდნენ სტიქიას და როგორ აფრთხილებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ საფრთხე გარდაუვალი იყო.
რაჭაში, შოვში, სტიქიური უბედურების მეხუთე დღეს, 7 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია. ჟურნალისტებთან კომენტარში მან ვერ დაასახელა კონკრეტული მუხლები, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს.
7 აგვისტოს დილის მონაცემებით, შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი. ეს მონაცემემები არ შეცვლილა გუშინ 6 აგვისტოს საღამოს შემდეგ.