Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყერი შოვში - განახლებადი

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ცნობით, გრძელდება ძებნისთვის საჭირო სამუშაოები

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას

23:28 6.8.2023

20:31 6.8.2023

"...როცა კურორტზე ასეულობით ადამიანს მასპინძლობ, სულ მინიმუმ, რაღაც ევაკუაციის გეგმა უნდა არსებობდეს - რას ვაკეთებთ ამ სტიქიის დროს, სად მივდივართ? ახალ ზელანდიაში, საიდანაც ახლა გელაპარაკებით და რომელიც აქტიური სეისმური ზონაა, საბავშვო ბაღიდან ასწავლიან ბავშვებს რა ქნან, რომ გადარჩნენ მიწისძვრის დროს - ჩვენთან ეს ცოდნა არის ძალიან დაბალი და მაგის გამოსწორება დღეიდან უნდა დავიწყოთ..."

20:30 6.8.2023

13:16 6.8.2023

"12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, - უთხრა დღეს, 6 აგვისტოს ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

6 აგვისტოს სტიქიის ზონაში ჩავიდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ადგილას ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი. მაშველები ეძებენ კიდევ 17 ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG