სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რაჭაში, შოვში მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს Twitter-ზე ქართული ტექსტით მიუსამძიმრა.
შოვში სტიქიის ზონაში ამ მომენტისთვის 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. რადიო თავისუფლება შეეცადა ღია წყაროებით შეეკრიბა ინფორმაცია მათ შესახებ და 4 აგვისტოსთვის 21 დაკარგული ადამიანის ვინაობა დაადგინა.