უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 აგვისტოს გამოაცხადა, რომ კიევში გამოიძახა პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი. როგორც იტყობინებიან, ამის მიზეზია პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, მარტინ პშიდაჩის უკანასკნელი განცხადებები.
ამასთან დაკავშირებით მოჰყავთ პშიდაჩის სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინელები თითქოს საკმარისად მადლიერნი არ არიან ვარშავისა იმ დახმარებისთვის, რომელსაც პოლონეთი უწევს უკრაინას რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში მარტინ პშიდაჩმა თქვა, რომ დროა, უკრაინამ დაიწყოს პოლონეთის დახმარების დაფასება, მათ შორის დახმარებისა იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვით.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა პშიდაჩის კომენტარს უსაფუძვლო უწოდა. ოფისის უფროსის მოადგილის, ანდრი სიბიჰას თქმით, პოლონელი პოლიტიკოსის სიტყვები მანიპულაციურია და პოლონურ საზოგადოებას თავს ახვევს მოსაზრებას, რომ უკრაინა თითქოს არ აფასებს პოლონეთის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.