Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 დღეში უკრაინაში დაიღუპა 143 მშვიდობიანი მოქალაქე


2023 წლის ივლისში ოდესა იყო უკრაინის იმ ქალაქებს შორის, სადაც რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
2023 წლის ივლისში ოდესა იყო უკრაინის იმ ქალაქებს შორის, სადაც რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 2023 წლის 1-30 ივლისს უკრაინაში დაიღუპა 143 სამოქალაქო პირი, მათ შორის 4 ბავშვი. დაიჭრა 605 ადამიანი.

31 ივლისს ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევას ემსხვერპლა კიდევ 6 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 1 ბავშვის სიცოცხლე. დაიჭრა 75.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ინფორმაციით, 1-30 ივლისს 125 სამოქალაქო პირია მოკლული უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ 137 დასახლებულ პუნქტში და 18 - რუსეთის მიერ ოკუპირებულ 14 დასახლებაში. 138 ადამიანი მოკლულია რაკეტებითა და ჭურვებით, 5 კი - ნაღმების აფეთქების შედეგად.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 30 ივლისის ჩათვლით, უკრაინაში დაიღუპა 9 369 და დაიჭრა 16 646 სამოქალაქო პირი. ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან გაეროს ექსპერტებს არ აქვთ წვდომა მარიუპოლზე, ლისიჩანსკსა და სხვა ისეთ ქალაქებზე, სადაც, არსებული ცნობებით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG