Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პოლიციამ დააკავა კრემლის მკაცრი ოპონენტი რუსი ჟურნალისტი


არკადი ბაბჩენკო
არკადი ბაბჩენკო

ესტონეთის პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც იძულებული იყო საკუთარი ნებით დაეტოვებინა რუსეთი.

კრემლის მიმართ ღიად კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს შესახებ ტალინის პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ დააკავეს პირი, რომელმაც კვერცხები დაუშინა რუსეთის საელჩოს ესტონეთის დედაქალაქში. ბაბჩენკომ ფეისბუკით დაადასტურა, რომ პოლიციამ სწორედ ის დააკავა და რომ მან ესროლა კვერცხები საელჩოს შენობას.

არკადი ბაბჩენკო ჩეჩნეთის კონფლიქტების დროს მუშაობდა „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სამხედრო კორესპონდენტად, თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან“ და სხვა გამოცემებთან. მან ასევე გააშუქა 2014 წლის უკრაინის მოვლენები.

ბაბჩენკო ცნობილია, როგორც ვლადიმირ პუტინის და ზოგადად უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსი. 2017 წელს მან განაცხადა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშის გამო დატოვა რუსეთი. შემდეგ იგი უკრაინაში ცხოვრობდა. 2018 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბაბჩენკოს მკვლელობა გაითამაშა, როგორც უწყება აცხადებს, იმ პირების ვინაობის დადგენის მიზნით, ვინც მისი სიცოცხლის რეალურად ხელყოფას გეგმავდა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ ბაბჩენკომ ქვეყანა დატოვა.

2020 წელს „როსფინმონიტორინგმა“ ბაბჩენკო ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. 2023 წლის იანვარიდან იგი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაშია. ახლა ბაბჩენკო ცხოვრობს ესტონეთში. ის რეგულარულად მონაწილეობს გადაცემებში. ბაბჩენკო უკრაინაში რუსეთის ომის მკაცრი მოწინააღმდეგეა.

XS
SM
MD
LG